დერმატოვენეროლოგია
მედიცინის ურთულესი სფეროა სწორედ
იმიტომ, რომ კანზე აისახება
როგორც საკუთრივ კანის, ასევე
შინაგან ორგანოთა მთელი რიგი
დაავადებები;
ტყუილად არ უწოდებენ მას
ორგანიზმის სარკეს.
ამიტომაც არის, რომ კანის
მკურნალობა და მოვლა აუცილებლად
სამედიცინო განათლებას მოითხოვს;
დაავადების შემდგომ დარჩენილი
ავადმყოფობის კვალი კი უკვე
კოსმეცევტიკური საშუალებებით
დერმატოკოსმეტოლოგთან მკურნალობას
საჭიროებს.
ესთეტიკური
მედიცინა
კი
თითქმის ყველა სამედიცინო დარგს
მოიცავს და ამავე დროს ემიჯნება;
ამიტომაც არ უნდა
გაგიკვირდეთ, რომ ”მარჯანი”
მრავალპროფილიანი
სამედიცინო დაწესებულებაა,
რომელიც მედიცინის სხვადასხვა
მიმართულებას აერთიანებს:
დერმატოვენეროლოგიას,
დერმატოკოსმეტოლოგიას,
ტრიქოლოგიას, დერმატოონკოლოგიას,
ენდოკრინოლოგიას, იმუნოლოგიას,
ფიზიოთერაპიას, დერმატოქირურგიას და სხვ.
ეს ჩამონათვალი ყოველ წელს უფრო
და უფრო იზრდება.