დერმატოლოგია

დერმატოლოგია – მედიცინის დარგია, რომელიც შეისწავლის კანის სტრუქტურასა და ფუნქციებს, კანის დაავადებათა მკურნალობის, დიაგნოსტიკისა და პროფილაქტიკის მეთოდებს. თანამედროვე მედიცინაში არსებობს კანის დაავადებათა დაახლოებით 20 ათასი ნაირსახეობა, რომლებიც ერთმანეთისგან სირთულითა და ხასიათით განსხვავდება.

ყოველ მეორე ადამიანს მსოფლიოში, თავისი სიცოცხლის მანძილზე, ერთხელ მაინც უვითარედება კანის დაავადება. საბედნიეროდ, კანის დაავადებათა უმრავლესობა სიცოცხლისთვის საშიში არ არის, მაგრამ ხშირად თან სდევს დისკომფორტი და გარეგნობის გაუარესება. მაგალითად, თუ  გამონაყარი გაჩნდა  სახეზე ან შეინიშნება გამელოტება, ეს ცხადია იწვევს ადამიანის ფსიქოსოციალურ დისკომფორტს და დეზადაპტაციას.

თანამედროვე დერმატოლოგია პროგრესულად ვითარდება, ამიტომ დიაგნოსტიკისა და თერაპიის ინოვაციური მეთოდების დახმარებით შესაძლებელი გახდა სნეულების მიზეზის, შესაძლო გართულებებისა და პროფილაქტიკის დიდი სიზუსტით განსაზღვრა და მკურნალობა. აღსანიშნავია, რომ  დიაგნოსტიკა  ხშირად გადამწყვეტი ფაქტორია კანის დაავადებათა მკურნალობის დროს.

კანის დაავადებების მკურნალობა ექიმის კონსულტაციის გარეშე შეუძლებელია. სამწუხაროდ ადამიანები ზოგჯერ ზერელედ უყურებენ კანზე გაჩენილ პრობლემებს, გამონაყარი კი შესაძლოა სერიოზული დაავადების ნიშანი იყოს. კანზე გაჩენილი ყოველგვარი გამონაყარი, თუ ახალწარმონაქმნი, მოითხოვს ყურადღებას, ხოლო დროული დიაგნოსტიკა კი განკურნების გარანტიაა. დაგვიანებული მიმართვიანობა, ან თვითმკურნალობა ძალიან ცუდ შედეგს იძლევა, პრობლემა რთულდება და მისი მკურნალობა არაეფექტური და ხანგრძლივი ხდება. ეცადეთ თავი აარიდოთ თვითმკურნალობას და დროულად მიიღოთ პროფესიონალი დერმატოლოგის კონსულტაცია.

კანის დაავადებები ცალკეულ ჯგუფებად იყოფა: თანდაყოლილი, ინფექციური, რომლებიც თავის მხრივაც შეიძლება დავყოთ ბაქტერიულ, ვირუსულ, სოკოვან და პარაზიტულ დაავადებებად, სიმსივნეები (ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი), კანის ანთებითი დაავადებები (დერმატიტები, ეგზემა), კერატინიზაციის დარღვევით მიმდინარე და მრავალი სხვა. ცალკე ჯგუფს წარმოადგენს დაავადებები, რომლებიც ვლინდება კანზე შინაგანი ორგანოების პათოლოგიების დროს. უნდა გვახსოვდეს, რომ კანი ჩვენი ორგანიზმის საერთო მდგომარეობის ინდიკატორია.

საგანგაშო სიმპტომების, როგორიც არის გამონაყარი, ქავილი, აქერცვლა, თმის ცვენა, ფრჩხილის ფირფიტის ფერისა და ფორმის შეცვლა, ახალწარმონაქმნები, გაჩენის შემთხვევაში უნდა სასწრაფოდ მიმართოთ დერმატოლოგს. დერმატოლოგის კონსულტაციის შორეულ მომავალში გადადებისას დაფიქრდით იმაზე, რომ კანი წარმოადგენს თქვენი ორგანიზმის სარკეს.

ბევრი დერმატოლოგიური პრობლემა შინაგანი ორგანოების დაავადებათა გარეგან გამოხატულებას წარმოადგენს, როგორიცაა ენდოკრინული დაავადება, გინეკოლოგიური პრობლემები, იმუნური სისტემის პათოლოგია ან კუჭნაწლავის მხრივ ცვლილებები. კანი, ასევე ნერვული სისტემის ნაწილია პერიფერიაზე და მჭიდროდაა დაკავშირებული ნერვულ სისტემასთან. კანის დაავადების განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზეზს წარმოადგენს ფსიქოგენური ფაქტორი, რის გამოც კანის დაავადებები რთულდება სტრესის შედეგად ან თვითონ იწვევს სტრესს.

კლინიკა “მარჯანში” კანის დაავადებათა მკურნალობა პაციენტის ანამნეზის, საფუძვლიანი კვლევის და დიაგნოსტირების საფუძველზე ხორციელდება.

კლინიკა ”მარჯანის” პროფესიონალი ექიმები გვთავაზობენ მომსახურების ფართო სპექტრს დერმატოლოგიის სფეროში. პაციენტის საფუძვლიანი გასინჯვის, კონსულტაციის, კვლევისა და დიაგნოსტიკის შედეგად განსაზღვრავენ დაავადების ხასიათს, მიზეზსა და სტადიას და შემოგთავაზებენ მკურნალობის ყველაზე ეფექტურ რეკომენდაციებს – სამკურნალო და/ან ესთეტიკურ პროცედურებს.

სამუშაო საათები

10:00 დან 18:00 მდე, შაბათ კვირის გარდა

ka_GEGeorgian
X