ანტიდაბერება და ესთეტიკური მედიცინა

ანტიდაბერების მედიცინა ერთ-ერთი ყველაზე უფრო განვითარებადი დარგია, რომელშიც მსოფლიოს ათიათასობით ექიმი მონაწილეობს. მათი რიცხვი მუდმივად იზრდება, რადგან ბოლო ათწლეულების მანძილზე შეიმჩნევა მოსახლეობის სიცოცხლის გახანგრძლივებისა და გაახალგაზრდავებისადმი აშკარა ინტერესი. მატულობს იმ ადამიანთა რიცხვი, რომელთაც ხანდაზმულ ასაკს მიაღწიეს და ნორმალური ფიზიკური, სოციალური და ფსიქოლოგიური აქტივობის პერიოდის მაქსიმალურად გახანგრძლივება სურთ.

რა ხდება ? რატომ ვბერდებით ?

დრო გადის და ჩვენ ძალაუნებურად ვბერდებით, ვემორჩილებით დროის ცვალებადობას. ასაკის მომატებასთან ერთად ბერდება ყველა შინაგანი ორგანო. ყველაზე მეტად კი სიბერე მაინც კანს ემჩნევა. ჩნდება ნაოჭები, იცვლება ფერი, ქრება მისი ელასტიურობა. მართალია კანი ჩვენს ორგანიზმს უარყოფითი ზეგავლენისგან იცავს, მაგრამ, ამასთანავე, პირველი იღებს დარტყმას გარემოდან, რომელშიც ვცხოვრობთ. ჩვენ გარშემო კი უამრავი ნეგატიური ფაქტორია  – მტვერი, ეკოლოგიური დაბინძურება, ულტრაიისფერი გამოსხივება, რომ აღარაფერი ვთქვათ არასწორ კვებაზე, სტრესებსა და მძიმე დღის რეჟიმზე.

კანის ასაკობრივ ცვლილებებს მრავალი ეგზოგენური და ენდოგენური ფაქტორი იწვევს. ეგზოგენურ ფაქტორებს მიეკუთვნება კლიმატური, ქიმიური, ბიოლოგიური და ფიზიკური, ე.ი. გარე ზემოქმედების ფაქტორები. განსაკუთრებით აღსანიშნავია ასევე, ულტრაიისფერი სხივების მავნე გავლენა – კანის ფოტოდაბერება.

კანის ბუნებრივი დაბერების მიზეზია ენდოგენური ფაქტორები: დაბერებისა და უჯრედების სიკვდილის გენეტიკური პროგრამა, უჯრედში და უჯრედშორისში სიცოცხლის მანძილზე დაგროვილი მავნე ნივთიერებები, ჰორმონალური სტატუსის შეცვლა, იმუნიტეტის დაქვეითება, არასწორი კვება, ფსიქიკური სტრესები და ა.შ.

სიბერე რთული ბიოლოგიური პროცესია. ორგანიზმის დაბერების პროცესში განსაკუთრებულ როლს კუჭ-ნაწლავის ტრაქტი ასრულებს. საკვების მონელებასთან დაკავშირებული პრობლემების წარმოქმნისთანავე აქტიურდება დაბერების მექანიზმები. ნაწლავში მიმდინარე პათოლოგიური პროცესი იწვევს საკვები ნივთიერებების (ვიტამინები, მინერალები, ცხიმოვანი მჟავები, ამინომჟავები) და ანტიოქსიდანტების ორგანიზმისთვის მიწოდების შეფერხებას. ამიტომ ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია სწორი კვება, რაც ინდივიდუალურია ყოველი პაციენტისთვის.

დაბერების პროცესი ხშირად ჰორმონალური დარღვევებით არის გამოწვეული. ჰორმონებზე სრული ინფორმაციის მისაღებად აუცილებელია ზოგიერთი ჰორმონის დონის დინამიკური კვლევა. აუცილებელია აგრეთვე მეტაბოლური ჰორმონების კონცენტრაციის შემოწმება, რაც ზოგჯერ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სამიზნე ორგანოებზე, მათი თანაფარდობის დარღვევა ჰორმონდამოკიდებული სიმსივნეების განვითარების რისკის ფაქტორად ითვლება.

უნდა აღინიშნოს ასევე, რომ სტრესსა და დაბერებას შორის მჭიდრო კავშირია. ცხოვრების განმავლობაში მიღებული სტრესების შედეგად ორგანიზმი ბერდება, უძლურდება, ქვეითდება მისი ადაპტაციის უნარი და ვითარდება შეუქცევადი პროცესები, რომლებსაც დაავადებამდე მივყავართ. მუდმივი სტრესი ადამიანის ბიოლოგიურ ასაკს რამდენიმე წელს მატებს.

კანი სტრესის სარკეა, მასზე აისახება ზოგადად ადამიანის სოციალური მდგომარეობა, უარყოფითი და დადებითი ემოციები, მზე და მისი გამოსხივება, მავნე ნივთიერებები, ცუდი საკვები, ცუდი წამალი და სხვ. ეს ყველაფერი დარტყმაა ორგანიზმისთვის, კანი კი საუკეთესო საშუალებაა გადავლილი სტრესების წარმოჩენისა. იმას რასაც ვერ ვხედავთ შინაგან ორგანოებში, ჩანს კანზე, რომელსაც უდიდესი დატვირთვა აქვს, რადგან საზღვარია შინაგან სტრუქტურასა და გარემოს შორის.

დაბერება ასევე მზესაც უკავშირდება, რაც ჩვენთვის, მზიან ქვეყანაში მცხოვრებთათვის, ძალზე მნიშვნელოვანია. მას ფოტოდაბერების თეორიას უწოდებენ.  ფოტოდაბერება უფრო ხშირად ღია ფერის ადამიანებში შეინიშნება. ადამიანი ყოველდღიურად ფოტოსტრესს იღებს, მზის სხივების ზემოქმედებით კანი შრება, ჩნდება ნაოჭები, პიგმენტური ლაქები, ფართოვდება სისხლძრღვები, რაც შესაბამისად აჩქარებს მის დაბერებას.

ფოტოდაბერებისას კანის ზედაპირი გასქელებული, ხორკლიანი და მოყვითალო შეფერილობისაა. მიკროსტრუქტურა კი უხეში, ღრმა ნაოჭებითაა დაღარული. ახასიათებს გამოხატული სიმშრალე და აქერცვლა, ელასტოზი, მოდუნებული  კანი. აღინიშნება ტელეანგიოქტაზიები, ლენტიგინოზური გამონაყარი, ჰიპერპიგმენტაცია, აქტინური კერატოზი და სხვა კეთილთვისებიანი თუ ავთვისებიანი წარმონაქმნები.

უახლოეს მომავალში ნაკლებ სავარაუდოა აღმოჩნდეს „ახალგაზრდობის ელექსირი“, თუმცა არსებობს სხვა პათოგენეტიკურ მექანიზმებზე ზემოქმედების საშუალება, რაც დღეს უკვე რეალურია:  ესთეტიკური მედიცინის და დერმატოკოსმეტოლოგიის ინოვაციური ტექნოლოგიები ( პილინგი, ნიღბები, მეზოთერაპია, ბიორევიტალიზაცია,  პლაზმოთერაპია, ბოტულინოთერაპია, ბუსტერიაზაცია და სხვა), კოსმეცევტიკის უახლესი მიღწევები (პროფესიონალური კოსმეტიკა), აპარატული თერაპია (ლაზერული თერაპია და სხვ.), დერმატოქირურგია და პლასტიკური ქირურგია, რომელიც დღითიდღე ვითარდება და იხვეწება.

სიბერის  ძირითადი მიზეზები

  • იმუნოპათოლოგიური სინდრომი – ინფექციური, ალერგიული, აუტოიმუნური და იმუნოპროლიფერაციული
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დარღვევით გამოწვეული პროცესები, რაც ააქტიურებს დაბერების მექანიზმებს
  • ჰორმონალური დეფიციტი – დროთა განმავლობაში ენდოკრინული ჯირკვლების მუშაობა სუსტდება და ჰორმონების გამომუშავება მცირდება, რაც ჰორმონალურ დეფიციტს იწვევს ორგანიზმში, ეს კი უსათუოდ გარეგნობაზეც აისახება
  • სტრესი – ის შეიძლება იყოს ფსიქო-ემოციურიც და ასევე ლოკალურიც – უჯრედში, ქსოვილში, რომელიმე სისტემაში გაჩენილი
  • ქრონიკული, არასწორი კვება, მავნე ჩვევები, უმოძრაობა
  • დეფექტური უჯრედების დაგროვება, განსაკუთრებით – ცხიმოვანი უჯრედებისა, რომლებიც იწვევს გაცხიმოვნებას, მოწამვლას და იმუნტეტის დაქვეითებას

როგორ შევაჩეროთ დაბერება

ჯანსაღი წესით ცხოვრება უმნიშნველოვანესია, რათა თავიდან ავიცილოთ დაბერებასთან დაკავშირებული ნეგატიური შედეგები.

  1. იყავით ფიზიკურად აქტიური, ივარჯიშეთ საშუალოდ სამჯერ კვირაში, ისე რომ, მიიღოთ სიამოვნება. ერიდეთ ზედმეტ დატვირთვას, რომ არ მოხდეს თავისუფალი რადიკალების გააქტიურება
  2. შეამცირეთ რაციონში ნახშირწყლების რაოდენობა. ნახშირწყლოვანი საკვები სალათებით, ხილით და ბოსტნეულით შეცვალეთ
  3. კვების რაციონში ჩართეთ ანტიოქსიდანტური დანამატები. ისინი ანეიტრალებენ თავისუფალი რადიკალების მოქმედებას
  4. დაატენიანეთ ორგანიზმი, დალიეთ დღეში ორ ლიტრამდე წყალი
  5. მიიღეთ ორგანიზმისთვის აუცილებელი მაღალეფექტური ვიტამინები და მინერალები

6. განაგრძეთ საკუთარი თავის სრულყოფა. გონებრივი და ფიზიკური აქტივობა დაბერებისთვის დროს არ დაგიტოვებთ

7. შთააგონეთ საკუთარ თავს, რომ ასაკს საზღვრები არ აქვს. მიზნად დაისახეთ, 125 წელი იცოცხლოთ!

8. შეამცირეთ მიღებული საკვების რაოდენობა – ჯანმრთელობისათვის მსხვერპლი გაიღეთ და სამზარეულოდან მანამ გამობრძანდით, სანამ საკმაოდ დანაყრდებოდეთ

9. თუ ვერ იტანთ თქვენს სამუშაოს, მიატოვეთ იგი, რადგან მუდმივი სტრესი აჩქარებს დაბერებას

10. მიაღწიეთ იდეალურ წონას და შეინარჩუნეთ იგი. ჭარბი წონა სტრესისა და დაბერების გამომწვევია

11. თუ თევზს კვირაში 3-4 ჯერზე იშვიათად მიირთმევთ, მაშინ თქვენს რაციონში ჩართეთ ცხიმოვანი მჟავებით გამდიდრებული დანამატები

12. გაამრავალფეროვნეთ თქვენი რაციონი, რადგან ალერგია ყველაზე ხშირად ერთფეროვანი საკვების მიღებისას ჩნდება

13. ხილი და ბოსტნეული თქვენი რაციონის მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა გახდეს, რადგან ისინი დაბერებასთან დაკავშირებულ ბევრ დაავადებას თავიდან აგაცილებენ

14. იქონიეთ მჭიდრო კავშირი საზოგადოებასთან, მეგობრებთან და ახლობელ ადამიანებთან, ერიდეთ იზოლაციას. აუცილებელია გქონდეთ ცხოვრების მიზანი და საკუთარი ღირსების გრძნობა

15. მინიმუმადე შეამცირეთ ალკოჰოლის მიღება. ანტიოქსიდანტური თვისებების გამო სასარგებლოა დღეში ერთი ჭიქა წითელი ღვინო. უფრო დიდი დოზებით ალკოჰოლის მიღება ორგანიზმს არ სჭირდება

16. ნუ გაატარებთ დაუცველი კანით დიდ დროს მზეზე და ნუ გაგიტაცებთ ხელოვნური ნამზეური. გარეთ გამოსვლისას წაისვით კანზე მზისგან დამცავი კრემი

როგორ მოუაროთ კანს, რომ რაც შეიძლება დიდხანს შევინარჩუნოთ ჯანმრთელი და ახალგაზრდა კანი?

  • დერმატოკოსმეტოლოგიის ინოვაციური ტექნოლოგიები – პილინგი, სახის ღრმა წმენდა და ნიღბები
  • კოსმეცევტიკის უახლესი მიღწევები.კანის მოვლის საშუალებები – პროფესიული კოსმეტიკა
  • სამკურნალო და ესთეტიკური მეზოთერაპია – სხვადასხვა დერმატოლოგიური, ტრიქოლოგიური და ესთეტიკური პრობლემების მოგვარებისთვის
  • გამაახალგაზდავებელი ინექციური თერაპია – მეზოთერაპია, ბიორევიტალიზაცია, პლაზმოთერაპია, ბოტულინოთერაპია, ბუსტერიაზაცია და სხვა
  • აპარატული თერაპია
  • პლასტიკური ქირურგია

რას გვთავაზობს კლინიკა ”მარჯანი ?

კლინიკა ”მარჯანის” ექიმები ესთეტიკასა და ანტიდაბერების სფეროში გვთავაზობენ მომსახურების ფართო სპექტრს:

  • პრობლემური და ჯანმრთელი კანის მოვლა
  • დერმატოლოგიური დაავადებების (აკნე, როზაცეა, მეჭეჭები, პაპილომები) შემდგომი დეფექტების კორექცია (ნაწიბურები, კელოიდები, სტრიები, ტელეანგიექტაზიები, კანის უხეში რელიეფი)
  • ფოტო- და ქრონოდაბერება, მიმიკური და არამიმიკური ნაოჭების კორექცია – მეზოთერაპია, ბიორევიტალიზაცია, პლაზმოთერაპია, ბოტულინოთერაპია, ბუსტერიაზაცია (ნაოჭები, ჰიპერ და ჰიპოპიგმენტაცია, თმის ცვენის პრობლემები)
  • დერმატოქირურგია (კანის ახალწარმონაქმნები, მეჭეჭები, პაპილომები, ფიბრომები, კონდილომები)
  • პოსტოპერაციული რეაბილიტაცია (ნაწიბურები, კელოიდები, სტრიები)
  • ენდოკრინოლოგის კონსულტაცია და დიაგნოსტიკური კვლევა
  • ნუტრიციოლოგის კონსულტაცია – კვების კორექცია, ადექვატური ფიზიკური დატვირთვის შერჩევა, რაც ინდივიდუალურია ყოველი პაციენტისთვის
  • ფსიქოლოგის კონსულტაცია – ფსიქიკური სტრესები, ძილის და ფსიქოლოგიური მდგომარეობის ნორმალიზება

გაითვალისწინეთ !!!
ინექციური პროცედურების ჩატარების უფლება აქვთ მხოლოდ ლიცენზირებულ ექიმებს, მიანდეთ თქვენი სილამაზე და ახალგაზრდობა ნამდვილ პროფესიონალებს.
კლინიკა მარჯანში პროცედურებს ატარებენ ექიმი დერმატოლოგები და დერმატოკოსმეტოლოგები მრავალწლიანი გამოცდილებით.

სამუშაო საათები

10:00 დან 18:00 მდე, შაბათ კვირის გარდა

ka_GEGeorgian
X