ტრიქოლოგია

დერმატოლოგიურ პრაქტიკაში ”თმის პრობლემას” საკმაოდ დიდი ადგილი უჭირავს, იმდენად, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისში გაჩნდა დერმატოლოგიის ახალი ქვემიმართულება – ტრიქოლოგია, რომელიც შეისწავლის თმას და თავის თმიანი ნაწილის კანის დაავადებებს. თმა კანის დანამატია და ემორჩილება იმ ქრონობიოლოგიურ კანონებს, რასაც საკუთრივ კანი და მთელი ორგანიზმი.

ტრიქოლოგია – ”თმასთან დაკავშირებული პრობლემები” თმის დაზიანება, სტრუქტურის დარღვევა და ცვენა.

თმა წარმოადგენს ადამიანის კანის ბუნებრივ საფარველს. თანამედროვე ადამიანი თმის საშუალებით გამოხატავს თავის შინაგან განწყობას, ხასიათს. თმასთან ასოცირებულია ადამიანის ფასეულობანი – ინდივიდუალურობა, სიძლიერე, დამოუკიდებლობა. ქალბატონებისთვის კი თმა წარმოადგენს სილამაზის უმნიშვნელოვანეს სიმბოლოს. ჯანმრთელი და მოვლილი თმა თანამედროვე ადამიანის სავიზიტო ბარათია.

თმის დაზიანება, სტრუქტურის დარღვევა და ცვენა მუდმივი განგაშისა და ფსიქოლოგიური ტრავმის წყაროა, როგორც ქალებში ისე მამაკაცებში. თმის დაკარგვა ან მისი დაკარგვის შიში, საკმაოდ ნეგატიურ გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე, რაც აისახება მისი ცხოვრების ხარისხზე.

მოვლილი და ჯანსაღი თმა გამოხატავს ჩვენი ორგანიზმის მდგომარეობას. ის ადამიანის ჯანმრთელობის  ერთ–ერთი ინდიკატორია. მასზე ზეგავლენას ახდენს, როგორც გარე სამყაროს მრავალი აგრესიული ფაქტორი, ასევე ორგანიზმში მიმდინარე ქიმიური და ბიოლოგიური პროცესები.

  • ემოციური და ფიზიკური სტრესი (ფეხმძიმობა,  ტრავმა, ცხელება)
  • კუჭნაწლავის ტრაქტის დაავადებები
  • ჭიებით ინვაზია
  • ნერვული სისტემის პათოლოგიები
  • ფარისებრი ჯირკვლების პათოლოგია
  • გენეტიკური განწყობა
  • აუტოიმუნური სტრესი
  • შიმშილი და მკაცრი დიეტა
  • ქიმიურ ნივთიერებებთან კონტაქტი
  • ავთვისებიანი დაავადებები – სხივური ან ქიმიოთერაპია
  • მიკროელემენტების ბალანსის დარღვევა (რკინის, თუთიის და სხვა მინერალების დეფიციტი)
  • ენდოიკრინული დაავადებები (ჰიპო- და ჰიპერთირეოზი, ჰიპოფიზის ფუნქციის შემცირება, ჰიპერკორტიციზმი და ა.შ.)

ბოლო წლების განმავლობაში თმის დაავადებების დიაგნოსტიკა საკმაოდ წინ წავიდა. გარდა მიზანმიმართულად შეგროვებული ანამნეზისა, თავის თმიანი არისა და კანის გულმოდგინე დათვალიერებისა, საბაზისო გამოკვლევად ითვლება ტრიქოგრამა – თმის ბოლქვის სტატუსის მიკროსკოპული კვლევა და აგრეთვე არანაკლებ მნიშვნელოვანი ანალიზი – თმის კვლევა მიკროელემენტებზე (მიკროელემენტების კონცენტრაცია თმაში). რაც შეეხება  მიკრობიოლოგიური კვლევის მეთოდებს მას მიმართავენ თმის სოკოვანი ან ბაქტერიული დაზიანების დროს.

სამუშაო საათები

10:00 დან 18:00 მდე, შაბათ კვირის გარდა

ka_GEGeorgian
X